ისრაელში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ არ არსებობს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორიდან პალესტინელთა იძულებით გაყვანას ითვალისწინებს
ისრაელში აშშ-ის ელჩი მაიკ ჰაკაბი აცხადებს, რომ არ არსებობს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორიდან პალესტინელთა იძულებით გაყვანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გასულ კვირაში ორი ისრაელელი მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ სანაპირო ტერიტორიიდან პალესტილენელების მასობრივი გასახლება მოხდეს.
„შემიძლია, კატეგორიულად განვაცხადო, რომ არ არსებობს არავითარი ისრაელის გეგმა ღაზიდან ხალხის მათი ნების წინააღმდეგ გასახლებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ „არსებობს მზაობა, თუ ხალხს აქვს სურვილი, დატოვონ ტერიტორია, მათ ამის უფლება გააჩნიათ. თუმცა მათი გამოკეტვა იქ, სადაც ყოფნა არ სურთ, ღირსეული ქმედება არ იქნებოდა“.
მისივე თქმით, არავინ დაუჭერს მხარს ასეთ იძულებით გადაადგილებას და ასეთი წინადადებითაც არავინ გამოდის.
შეგახსნებეთ, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ღაზისთვის რეალური გამოსავალი მიგრაციის გარეშე არ არსებობს“. ქვეყნის უშიშროების მინისტრმა, ითამარ ბენ-გვირმა კი შვიდწლიანი გეგმა გააჟღერა, რომლის განმავლობაშიც ღაზის მოსახლეობის გასახლება „ნებაყოფლობითი ემიგრაციით“ უნდა მოხდეს.