ისრაელში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა
ისრაელში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

ისრაელში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.

აქციები ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, იერუსალიმში აქციას 10 000 ადამიანი ესწრებოდა.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 150 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1000-ზე მეტი ინფიცირებული.