ისრაელში აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს ლიბანის საზღვართან
ისრაელში აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს ლიბანის საზღვართან

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს ლიბანის საზღვართან. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

სამხედროების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი, საიდანაც ოთხშაბათს გაისროლეს მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ჩრდილოეთ ქალაქ როშ ჰანიკრასკენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები განხორციელდა ისრაელში სროლის საპასუხოდ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სულ ცხრა რაკეტა გამოუშვეს, რომელთაგან ოთხი რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, სულ მცირე ერთი რაკეტა კი ჩამოვარდა ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქში, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.