ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში „შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი“ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს
ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში „შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი“ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს

ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში „შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი“ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს.

„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ტერორისტული სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის ზუსტი დაზვერვის საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეები, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარეობს, „უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ ხალხს“.

„ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერს სახმელეთო ძალებს სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით ამ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.