ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლეს

18:52, 17.05.2024

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლეს.

ისრაელის მედია წერს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ათეულობით რაკეტა გაანეიტრალა.

ზემო გალილეაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეს არის „ჰეზბოლას” მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე ომის დროს განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა.

განგაშის სიგნალები გაისმა კაცრინში, გოლანის მაღლობებზე და რამდენიმე ქალაქში ლიბანის საზღვართან.

ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ თავდასხმები ლიბანის სამხრეთ ნაჯარიეში მდებარე ობიექტებიდან განხორციელდა, რომლებსაც “ჰეზბოლას” საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფი იყენებს.

მსგავსი