ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა

14:19, 19.10.2025
Smoke rises after Israeli air strikes in Gaza, as seen from southern Israel, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian group Hamas, November 21, 2023. REUTERS/Alexander Ermochenko

Smoke rises after Israeli air strikes in Gaza, as seen from southern Israel, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian group Hamas, November 21, 2023. REUTERS/Alexander Ermochenko

„ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა, –  ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.

ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმა განახორციელა.

„ინციდენტები ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. ეს ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, იზატ ალ რიშეკმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება და აღნიშნულში ისრაელი დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობა და „ჰამასი“, უკვე რამდენიმე დღეა, ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ისრაელში აცხადებენ, რომ რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის დახურული დარჩება.

მსგავსი