ისრაელში 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება შეეძლებათ
ისრაელში 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება შეეძლებათ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება შეეძლებათ. ამრიგად, ისრაელის მთავრობამ გააფართოვა იმ პირთა წრე, ვინც ვაქცინის დამატებით დოზით აიცრება. ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება შეეძლება ასევე პედაგოგებს.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირება ისრაელში ივლისში დაიწყო. ამ დრომდე აცრის მესამე დოზის გაკეთების უფლება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მისცეს. შემდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის ახლა ტალღას ებრძვიან, რაც დელტა ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.