ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა,  21 მაისიდან ამოქმედდეს
ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა,  21 მაისიდან ამოქმედდეს

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა,  21 მაისიდან ამოქმედდეს. „ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ეგვიპტის წარმომადგენლებმა მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერებთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, ისრაელის ხელისუფლების წევრები კი ამბობენ, რომ ქვეყანა ყველა სამხედრო მიზნის მიღწევასთან ახლოს არის.

გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას მიმდინარე კვირაში ელოდება, თუმცა კონკრეტული დღე დადგენილი არ არის.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა „ვოლ სთრით ჯორნალს“ უთხრა, რომ პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პოზიცია გარკვეული არ არის.