ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა
ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა

ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აკრძალვა ისევ შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არ არიან.

მოხსენებაში მოყვანილია შეტყობინება, რომელიც ისრაელის ავიაციის ხელმძღვანელობამ ავიაკომპანიებს გაუგზავნა. აკრძალვა თავდაპირველად მარტში, კორონავირუსული ინფექციის შეკავების მიზნით დაწესდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში „კოვიდ 19“ 22 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 308 ადამიანი კი დაიღუპა.