ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ
ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ. ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნას გეგმავს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, მირი რეგევი ცის გახსნის სავარაუდო თარიღად 16 აგვისტოს ასახელებს.

ქვეყნების სია კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ისრაელის ცის გახსნის გეგმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას არ ითვალისწინებს. ისრაელმა „მწვანე ქვეყნების“ სიაში საქართველოსთან ერთად შეიყვანა – ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.