ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი ჰაშენ საფიედინი 4 ოქტომბერს, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა

00:47, 23.10.2024

ისრაელი ოფიციალურად ადასტურებს, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი ჰაშენ საფიედინი 4 ოქტომბერს, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, საფიედინი 4 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფების დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელთან, ჰუსეინ ალი ჰაზიმასთან ერთად დაიღუპა.

დარტყმა განხორციელდა ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბბინაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმის დროს შტაბბინაში იმყოფებოდა „ჰეზბოლას“ დაზვერვის განყოფილების 25-ზე მეტი წევრი, მათ შორის სხვადასხვა მაღალჩინოსანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი