ისრაელმა ლიბანის მხარეს სასაზღვრო კედლის მშენებლობა დაიწყო
ისრაელმა ლიბანის მხარეს სასაზღვრო კედლის მშენებლობა დაიწყო

ისრაელმა ლიბანის სასაზღვრო ზონაში კედლის მშენებლობა დაიწყო.

სასაზღვრო კედელი ისრაელის კონტროლირებულ ტერიტორიაზე შენდება და კონსტრუქციის აგება ხმელთაშუა ზღვიდან ჰერმონის მთის მიმართულებითაა დაგეგმილი.

ისრაელში ცემენტის კედელს „უსაფრთხოების ღობედ“ მოიხსენიებენ, რომელიც პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სასაზღვრო კედლის მშენებლობას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ლიბანის ხელისუფლების მხრიდან.

ლიბანის თავდაცვის უზენაესმა საბჭომ არმიას უბრძანა, აღკვეთოს ლიბანის ტეროტორიაზე კედლის მშენებლობის ნებისმიერი მცდელობა.

კედელი ისრაელის ტერიტორიაზე გაერო-ს მიერ განსაზღვრულ ე.წ. „ლურჯ ხაზზე“ შენდება, რომლის დემარკაცია 2000 წელს მოხდა.