ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალაჰზე სახმელეთო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა
ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალაჰზე სახმელეთო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალაჰზე სახმელეთო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა აღნიშნულ ქალაქზე იერიში მიიტანა.

სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

ამ ტერიტორიაზე ამჟამად ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანია, რომლებიც ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰიდან და ხან იუნისიდან ჩავიდნენ.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადებით, ბოლო 24 საათში ღაზაში შიმშილისგან 19 ადამიანი გარდაიცვალა.