ისრაელმა ღაზის გარკვეულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა
ისრაელმა ღაზის გარკვეულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა

ისრაელმა ღაზის გარკვეულ ტერიტორიებზე 10-საათიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ჰუმანიტარული პაუზა ყოველდღიურად, დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ჰუმანიტარული დერეფნების მოსაწყობად საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

ისრაელი ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო მარშრუტებს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები მიეწოდება.