ისრაელმა ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე დღეს დილით 100-ზე მეტი ავაიდარტყმა განახორციელა
A picture taken on July 14, 2018 shows Palestinian rockets being fired from Gaza City towards Israel. Israel's military said it had launched air strikes targeting Hamas in the Gaza Strip on July 14 as rockets and mortars were lobbed into southern Israel from the blockaded Palestinian enclave. / AFP PHOTO / BASHAR TALEB
ისრაელმა ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე დღეს დილით 100-ზე მეტი ავაიდარტყმა განახორციელა. ავიაიერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა ხან იუნის დასახლებაში. განადგურებულია ორი სახლი, ასევე რაკეტების გასაშვები და საჰაერო-თავდაცვითი სისტემები.
„ბიბისი“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მხარეები უახლოეს დღეებში შეძლებენ.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობდა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე იერიში არ შეწყდებოდა.
ეგვიპტის უშიშროების წარმომადგენლები სააგენტო „როიტერთან“ ადასტურებენ, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება შეძლეს.
ათდღიანი დაპირისპირების შედეგად, პალესტინურ მხარეს გარდაცვლილია 227 ადამიანი. მათ შორის 64 ბავშვია, დაშავებულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. ისრაელი ირწმუნება, რომ ავიაიერიშების შედეგად, „ჰამასის“ 150-ზე მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა. ისრაელის მხარეს დანაკარგი კი არ გაზრდილა და 12-ს შეადგენს.