ისრაელმა და სირიამ პატიმრები გაცვალეს
ისრაელმა და სირიამ პატიმრები გაცვალეს

რუსეთის შუამავლობით, ისრაელმა და სირიამ პატიმრები გაცვალეს. სირიას ისრაელის მოქალაქე ქალი ჰყავდა დაპატიმრებული, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა. ისრაელის ციხეში კი, ორი სირიელი მწყემსი იმყოფებოდა.

ისრაელის მოქალაქე სირიის ტერიტორიაზე, ქუნეითრას მახლობლად დაახლოებით ორი კვირის წინ შევიდა და ამჟამად უკვე ისრაელში ბრუნდება. ისრაელის მოქალაქე სირიიდან რუსეთში ჩაიყვანეს, საიდანაც ისრაელში გაგზავნეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მასთან რეგიონული, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილა.