ისრაელმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს სამი მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს

17:29, 31.08.2026

ისრაელმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს სამი მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „აქილევსის ფარის“ შეთანხმების თანახმად, ისრაელი რამდენიმე სისტემას ექსპორტზე გაიტანს, მათ შორის „დავითის შურდულს“ და „სფაიდერს“, რომლებსაც კომპანია „რაფაელი“ აწარმოებს, და „ისრაელ აეროსფეის ინდასტრიზის“ მიერ წარმოებულ BARAK MX-ს.

​სამინისტროს განცხადებით, ეს არის „ისრაელ-საბერძნეთის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვის ექსპორტის გარიგება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში“. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი სხვა ქვეყანას მიაწვდის სრული თავდაცვის სისტემის ფართო სპექტრს. ხელშეკრულებას ხელი დღეს თელ ავივში, სამინისტროს შტაბ-ბინაში ხელი მოაწერეს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ამირ ბარამმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, იოანის ბურასმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ასევე ხელი მოეწერა დამატებით ხელშეკრულებას Rafael-ის დრონების გუმბათის სისტემების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება 26 მილიონი ევროა.

მსგავსი