ისრაელმა ბეირუთზე იერიში განახორციელა [ვიდეო]

ისრაელმა ბეირუთზე იერიში განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ქალაქის სამხრეთით რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ასევე, ვრცელდება ძლიერი აფეთქების ვიდეოკადრებიც.

ცნობილია ისიც, რომ აფეთქებების ადგილი ასევე ახლოსაა ბეირუთში მდებარე აეროპორტთან. ბოლო დღეებში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია რამდენჯერმე გახდა ისრაელის საჰაერო იერიშების სამიზნე.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.