ისრაელმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ორ წარმომადგენელს, ილჰან ომარსა და რაშიდა თლაიბს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ისრაელმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ორ წარმომადგენელს, ილჰან ომარსა და რაშიდა თლაიბს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ისრაელმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ორ წარმომადგენელს, ილჰან ომარსა და რაშიდა თლაიბს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ორივე მათგანი პალესტინური წარმოშობის კონგრესმენია და ისრაელისა და დონალდ ტრამპის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსები არიან.

რაშიდა თლაიბს დასავლეთ სანაპიროზე ოჯახი ჰყავს, ილჰან ომარი კი კვირის მიწურულს იერუსალიმსა და პალესტინის ტერიტორიაზე უნდა ჩასულიყო.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ისრაელს ამ უპრეცედენტო ზომის მიღებისკენ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უბიძგა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: „ისრაელი უდიდეს სისუსტეს აჩვენებდა, წარმომადგენლების ომარისა და თლაიბისთვის ვიზიტის ნება რომ დაერთო. მათ სძულთ ისრაელი და ყველა ებრაელი და მათი აზრის შესაცვლელად ვერაფერს იზამ“, – ვკითხულობთ ტრამპის განცხადებაში.

კონგრესმენებისთვის შეზღუდვების დაწესება, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის კანონმდებლობით განმარტა – „ისრაელის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში იმ ხალხის შემოსვლას, რომელიც ისრაელის მიმართ ბოიკოტისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.