ისრაელმა აშშ-ის არმიისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიწოდების პროცესი დაასრულა
ისრაელმა აშშ-ის არმიისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიწოდების პროცესი დაასრულა

ისრაელმა აშშ-ის არმიისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიწოდების პროცესი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გასული წლის სექტემბერში, ისრაელმა აშშ-ის არმიას კომპანია „რაფაელ ედვანსდ სისტემს“-ის წარმოებული „რკინის გუმბათის“ პირველი ბატარეა გადასცა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიისთვის „რკინის გუმბათის“ მიწოდება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მჭიდრო ურთიერთობას ისრაელისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებს შორის, ასევე სისტემის ეფექტურობას სხვადასხვა საფრთხის მიმართ და ისრაელის ინდუსტრიის შესანიშნავ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეის შეძენის ხელშეკრულება ქვეყნებს შორის 2019 წელს გაფორმდა.