ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გადადო
ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გადადო

ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გადადო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება იქამდე გადადო, ვიდრე „ჰამასის“ მიერ მძევლების შემდგომი გადაცემა გარანტირებული არ იქნება.

„ჰამასის“ მიერ განმეორებითი დარღვევების გათვალისწინებით, მათ შორის ცერემონიების, რომლებიც ამცირებენ ჩვენს მძევლებს და ჩვენი მძევლების პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენების გამო გადაწყდა, გადაიდოს გუშინ დაგეგმილი ტერორისტების გათავისუფლება იქამდე, ვიდრე გარანტირებული არ იქნება მძევლების შემდეგი გათავისუფლება დამამცირებელი ცერემონიების გარეშე“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.