ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი - ღაზის სექტორიდან პალესტინელების მასობრივი ემიგრაცია და ღაზის სექტორში ისრაელის დასახლებების განახლება გადაუდებელი საჭიროებაა
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი - ღაზის სექტორიდან პალესტინელების მასობრივი ემიგრაცია და ღაზის სექტორში ისრაელის დასახლებების განახლება გადაუდებელი საჭიროებაა

ღაზის სექტორიდან პალესტინელების მასობრივი ემიგრაცია და ისრაელის დასახლებების განახლება ღაზის სექტორში არის გადაუდებელი საჭიროება, – ამის შესახებ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ღაზის სექტორში ასობით ათასი ადამიანი წავა, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.

ღაზის მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით აშშ-ის წინააღმდეგობაზე საუბრისას იტამარ ბენ-გვირმა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის მეგობრობას, მაგრამ, პატივისცემით, ჩვენ არ ვართ კიდევ ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე“.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შუამდგომლობა აღძრა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რომლის თანახმადაც, ისრაელს ღაზის მოსახლეობის იძულებით გადაადგილებაში ადანაშაულებს.