ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ახლა გადავა სრულ მინისტრთა კაბინეტში განსახილველად და კენჭისყრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, შაბათის დაწყებამდე მოხდება.
ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, რეკომენდაცია გაიცა „შეთანხმების ყველა დიპლომატიური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული“ ასპექტის შესწავლის შემდეგ, იმ გაგებით, რომ შეთანხმება „მხარს უჭერს ომის მიზნების მიღწევას“.
არ კონკრეტდება, ვინ მისცა ხმა შეთანხმებას, მაგრამ ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის „რელიგიური სიონიზმის“ და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის „ოტცმა იეჰუდითის“ პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს შეთანხმებას.