ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის მქადაგებელი შეიხ ეკრიმა საბრი დააკავეს
ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის მქადაგებელი შეიხ ეკრიმა საბრი დააკავეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის მქადაგებელი, შეიხ ეკრიმა საბრი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, მუსლიმი მქადაგებელი იერუსალიმში მდებარე სახლიდან წაიყვანეს.

მქადაგებლის ნათესავები აცხადებენ, რომ ისრაელის პოლიციის და დაზვერვის ჯგუფებმა ეკრიმა საბრის სახლს ალყა შემოარტყეს და მქადაგებელი დააკავეს. ისრაელის უსაფრთხოების ძალებს მუსლიმი მქადაგებლის დაკავების მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ალ-აქსას მეჩეთი 14 მარტს უნდა გაიხსნას. მუსლიმთა წმინდა ადგილი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით არის დახურული.

ალ-აქსას მეჩეთის მქადაგებელი შეიხ ეკრიმა საბრი იერუსალიმის დიდი მუფტი იყო, რომელიც 2006 წელს თანამდებობიდან პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა გადააყენა.

მუსლიმ მქადაგებელს თვითმკვლელობის მხარდაჭერა და ჰოლოკოსტის უარყოფა ედებოდა ბრალად.