ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორში მდებარე ორ მთავარ საავადმყოფოზე, რომელთა მიმდებარედ, კარვებში ადამიანები ცხოვრობდნენ. იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ჟურნალისტი. დაშავებულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი, მათ შორის ექვსი ჟურნალისტი.
ამასთან, საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 15 ადამიანი დაიღუპა ტერიტორიაზე ცალკეული დარტყმების შედეგად.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 50 021 ადამიანს შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 113 274-ს აღემატება.