ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ღაზას სექტორიდან ნასროლი ათობით რაკეტა გაანადგურა [ვიდეო]

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ღაზას სექტორიდან აშდოთის, ბეერშებასა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე სხვა დასახლებების მიმართულებით ნასროლი ათობით რაკეტა გაანადგურა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების უმეტესობა ჰაერში აფეთქდა. მათივე ცნობით, მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა ისროლა.

„მეთორმეტე არხის“ ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა აშდოთში შენობას დაეცა.​ დაშავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ღაზას სექტორის საზღვრიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიერ რაკეტების განადგურების ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში ვრცელდება.