ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ღაზის სექტორიდან პალესტინელთა გასახლების სამმართველო შეიქმნება
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ღაზის სექტორიდან პალესტინელთა გასახლების სამმართველო შეიქმნება. მის ფორმირებას მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა.
სამმართველომ უნდა უზრუნველყოს პალესტინელი არაბების მესამე ქვეყნებში უსაფრთხოდ გადასახლების პროცესი.
თებერვლის დასაწყისში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ღაზის სექტორიდან გასახლების გეგმის შემუშავების განკარგულება გასცა. პალესტინელთა გადასახლების ინიციატივა პირველად 26 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააჟღერა და ეგვიპტეს, იორდანიასა და სხვა არაბულ სახელმწიფოებს დაახლოებით 1.5 მილიონამდე პალესტინელის თავიანთ ქვეყნებში მიღებისკენ მოუწოდა.
გაერო-ს მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში 5.9 მილიონი პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობს. ყველაზე მეტი, 2.39 მილიონი იორდანიაშია, ხოლო 500 ათასამდე – ლიბანში. ტრამპის ინიციატივას კრიტიკით შეხვდნენ არაბული ქვეყნები.