ისრაელის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ ლოდში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასაზღვრო პოლიციას გაგზავნიან
ისრაელის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ ლოდში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასაზღვრო პოლიციას გაგზავნიან

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის გადაწყვეტილებით, ქალაქ ლოდში ისრაელის სასაზღვრო პოლიციას გაგზავნიან.

ბენი განცმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მთავრობას დახმარების თხოვნით ქალაქის მერმა, იაირ რევივომ მიმართა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ნაწილები ლოდისკენ დაუყოვნებლივ გაემართებიან.

ქალაქებში ლოდსა და რამლაში არაბული მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები ღაზას სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშიდან მალევე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.