ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა

ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ ისრაელს შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა უკრაინული მხარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ წარადგენს ოფიციალურ მოთხოვნას ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად, როგორიცაა რკინის გუმბათი.

ბენი განცმა გამორიცხა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

„ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებით, სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე. დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მათ მონაცემებისთვის, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს ისეთი ჭკვიანი განგაშის სისტემის მშენებლობასა და მიწოდებაში, როგორიც არის ისრაელში საჰაერო და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.