ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი იუდეასა და სამარიაში ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი იუდეასა და სამარიაში ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა გადავცე გზავნილი პალესტინელებს – ისრაელის სახელმწიფო არ არის დაინტერესებული იუდეასა და სამარიაში ესკალაციით, თუმცა მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის“, – განაცხადა ბენი განცმა.

მისი თქმით, ღაზაში მცხოვრებლები იტანჯებიან „ჰამასის“ მმართველობის გამო მაშინ, როდესაც პალესტინელებს იუდეასა და სამარიაში შეუძლიათ ისიამოვნონ სიმშვიდითა და სტაბილური ეკონომიკით.

მან ასევე ისაუბრა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციაზე.

„ჩვენ „ჰამასს“ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან დიდი საფასური გადავახდევინეთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ისრაელს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად დამატებითი გეგმები აქვს.

დატოვე კომენტარი