ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰამასის“ თავდასხმისას თავდაცვით წარუმატებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო გამოძიებას ითხოვს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰამასის“ თავდასხმისას თავდაცვით წარუმატებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო გამოძიებას ითხოვს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმისას თავდაცვით წარუმატებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო გამოძიებას ითხოვს.

მისივე განცხადებით, გამოძიებამ თავად გალანტიც უნდა მოიცვას, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის ძალები და ყველა სხვა პასუხისმგებელი პირი.

„7 ოქტომბერს ჩვენ ვერ შევასრულეთ დაკისრებული დავალება და ვერ დავიცავით ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩავატაროთ გამოძიება ეროვნულ დონეზე, გამოძიება, რომელიც დააზუსტებს ფაქტებს, დასკვნის გამოტანის საშუალებას მოგვცემს და აგვათვისებინებს სწორ გაკვეთილებს. სახელმწიფო გამოძიება უნდა იყოს ობიექტური, მან უნდა გამოიძიოს ყველა ჩვენგანი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვინც ახორციელებს მათ“, – განაცხადა გალანტმა სამხედრო ოფიცრების გამოსაშვებ ცერემონიაზე.