ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება

21:27, 19.10.2023

ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეს განცხადება ღაზის სექტორთან ბაზირებულ ისრაელის ჯარისკაცებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ღაზას ახლა შორიდან ხედავთ, მალე შიგნიდან დაინახავთ. ბრძანება მოვა“, – განაცხადა იოავ გალანტმა ჯარისკაცებთან შეხვედრისას.

მსგავსი