ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თეირანზე ერთ-ერთი ბოლო იერიშის სამიზნე ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა იყო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თეირანზე ერთ-ერთი ბოლო იერიშის სამიზნე ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა იყო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ თეირანზე ერთ-ერთი ბოლო იერიშის სამიზნე ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა იყო.

მისივე თქმით, ისრაელის საჰაერო ძალებმა „გაანადგურეს ირანის რეჟიმის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა, ირანული დიქტატურის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი“.

„როგორც დაგპირდით, განვაგრძობთ ირანის მმართველობის სიმბოლოების მიზანში ამოღებას და დავარტყამთ აიათოლას რეჟიმს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.