ისრაელის თავდაცვის მინისტრი - 2024 წლის ივლისში ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ისრაელის სამხედროებმა მოკლეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - 2024 წლის ივლისში ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ისრაელის სამხედროებმა მოკლეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ 2024 წლის ივლისში ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ისრაელის სამხედროებმა მოკლეს.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აღინიშნება, რომ ასეთმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ზრდა.

„ამ დღეებში, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰუსიტები“ რაკეტებით ბომბავს ისრაელს, მე მინდა, გავუგზავნო მათ ნათელი გზავნილი, რომ ჩვენ დავამარცხეთ „ჰამასი“, დავამარცხეთ „ჰეზბოლა“, ჩვენ დავაბრმავეთ ირანის თავდაცვითი სისტემა და დავაზიანეთ საწარმოო სიმძლავრეები, ჩვენ დავამხეთ ასადის რეჟიმი სირიაში, ჩვენ სერიოზული დარტყმა მივაყენეთ ბოროტების ღერძს. ჩვენ ასევე მივაყენებთ მძიმე დარტყმას ტერორისტ „ჰუსიტებს“ იემენში, რომლებიც წინააღმდეგობის უკანასკნელ კერად რჩებიან. ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანთ მათ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, თავს მოვკვეთავთ მათ მეთაურებს, როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიასთან, სინვართან და ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანაში“, – განაცხადა ისმაილ კაცმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად გამართულ საღამოზე.

ივლისის ბოლოს დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი თეირანში თავდასხმის შედეგად მოკლეს, რომლის პასუხისმგებლობაც ირანის ხელისუფლებამ ისრაელს დააკისრა. იმ დროს ჰანიას ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელში არ უღიარებიათ.