ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს.

„ბიბისის“ ცნობით, თელ ავივსა და ისრაელის ცენტრალურ ქალაქებში სარაკეტო საფრთხის მანიშნებელი განგაშის სიგნალი ისმის.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

„ბიბისის“ ჟურნალისტები, რომლებიც თელ ავივში იმყოფებიან, იუწყებიან, რომ ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, განგაშის სიგნალი ისმის იარკონის პარკის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ 7 ოქტომბრის თავდასხმების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ცერემონია გაიმართა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.