ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრის შვილი ღაზაში ბრძოლის დროს დაიღუპა

02:07, 08.12.2023

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრის შვილი ღაზაში ბრძოლის დროს დაიღუპა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს.

„გალ მეირ ეიზენკოტი, 25 წლის, 551-ე სარეზერვო ბრიგადის 699-ე ბატალიონის ჯარისკაცი, დაიღუპა ბრძოლაში“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

როგორც მედია წერს, დაღუპული სამხედროს მამა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აირჩიეს ქნესეთში და არის ბენ განცის „ეროვნული ერთიანობის პარტიის“ წევრი.

25 წლის ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე.

„ისრაელის მთავრობა და ისრაელის მოქალაქეები გლოვობენ თქვენთან ერთად. ჩვენი გმირები ტყუილად არ დაეცნენ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – წერს ნეთანიაჰუ „ტვიტერზე“.

როგორც მედია წერს, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ღაზაში სულ 88 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მსგავსი