ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
20101112fire
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უახლოეს წუთებში ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა გაისმება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ეს განცხადება ისრაელის მიერ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ მალევე გაკეთდა.