ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყეს

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის სამიზნე რაკეტების გაშვების ადგილები, თავდაცვის სისტემები და „ირანის ტერორისტული რეჟიმის სხვა ინფრასტრუქტურაა“.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანმა ღამით ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.