ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულია „ბასიჯის“ – პარამილიტარული დაჯგუფების დანაყოფის მეთაური, რომელიც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების „სასტიკ დარბევაში“ მონაწილეობდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღოლამრეზა სოლეიმანი მიზანში ამოიღეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სოლეიმანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ირანულ მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.