ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის ქალაქ შუჯაიას 150-მდე ობიექტზე ავიადარტყმები განხორციელდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის ქალაქ შუჯაიას 150-მდე ობიექტზე ავიადარტყმები განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მასიური ავიადარტყმები განხორციელდა ღაზის ქალაქ შუჯაიას 150-მდე ობიექტზე.

როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ქალაქი შუჯაია არის „ტერორის ბუდე“, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საჰაერო იერიში განხორციელდა „ჰამასის“ ხელმძღვანელის სახლზეც, რადგან ბინა გამოიყენებოდა ტერორისტული ჯგუფის მიერ, როგორც „სამხედრო ინფრასტრუქტურა“.