ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, სამხედროებმა ამ დრომდე შეატყობინეს 203 მძევლის ოჯახს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ახლაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების პროცესში არიან.

ამასთან, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროები კვლავ ამოწმებენ ღაზის სექტორის სასაზღვრო ზონას დაკარგული ისრაელელების ცხედრების იდენტიფიკაციისთვის.