ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მეთაური რაედ საედი მოკლეს, ინფორმაცია „ჰამასს“ არ დაუდასტურებია
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზაში ერთ-ერთ ავტომობილზე თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ უფროსი მეთაური რაედ საედი მოკლეს.
საედი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ამასთან, ღაზის ჯანდაცვის ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 25 კი დაშავდა.
„ჰამასს“ არ დაუდასტურებია, რომ დაღუპულთა შორის საედი იყო.
მათივე შეფასებით, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.
როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საედი ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ ერთ-ერთი უდიდეს და საუკეთესოდ აღჭურვილ ბატალიონს.