ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განაახლებენ ლიბანის დაბომბვას
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განაახლებენ ლიბანის დაბომბვას

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ახორციელებენ საარტილერიო დარტყმებს ლიბანში, მათ მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ნაღმმტყორცნებიდან სროლის შემდეგ.

ნაღმმტყორცნებით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებსა და ლიბანიდან ისრაელში შესულ შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ დაარტყა „ჰეზბოლას“ რამდენიმე პოზიციას საზღვარზე, რასაც შედეგად „ჰეზბოლას“ სამი წევრი დაღუპვა მოჰყვა.