ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 ადამიანი იმყოფება
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 ადამიანი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების რაოდენობა 239-ს შეადგენს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა ამ დრომდე აცნობეს 239 ოჯახს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.

მისი თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები ახალ ინფორმაციას იძიებენ.

„მძევლებს შორის არიან უცხოელი მუშები, დრო გვჭირდება ყველას ოჯახთან მისასვლელად. ამ რიცხვში არ შედის ოთხი გათავისუფლებული მძევალი“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განმარტებით, 40-ს შეადგენს იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია და დაკარგულად ითვლებიან.