მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რადიკალური მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი ლიდერი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რადიკალური მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „აისის“ ფარგლებში, რადიკალური მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი ლიდერი, ხალედ მანსური მოკლეს, რომელიც რაფაში ლტოლვილთა ბანაკს აფარებდა თავს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, საველე მეთაური მანამდე ხუთჯერ გადაურჩა ისრაელის სამხედროების მიერ ლიკვიდაციას.

ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კი, 32 მიაღწია, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანია, დაშავებულთა რიცხვი კი 200-ს აღემატება.

გრძელდება ისრაელის შეიარაღებული ძალების რეიდები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე „ისლამური ჯიჰადის“ წევრთა ასაყვანად.

საპასუხოდ, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით ამ დრომდე უკვე 600-მდე რაკეტა ისროლა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვითმა სისტემა „რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო.

არსებულ ვითარებაში, ჯერჯერობით მოქმედებისგან თავს იკავებს მოძრაობა „ჰამასი“.