ისრაელის თავდაცვის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე ოპერაციის დროს სამი ადამიანი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე ოპერაციის დროს სამი ადამიანი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე ოპერაციის დროს სამი ადამიანი მოკლეს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალები პოლიციის სპეცრაზმთან ერთად ატარებენ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ქალაქ ჯენინში შეიარაღებულ ტერორისტებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯენინის რაიონში 10 შეიარაღებული ადამიანი დააკავეს.

ისრაელი მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ოპერაცია „რკინის კედელს“ ატარებს.