ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელსა და სირიას შორის ბუფერულ ზონაში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელსა და სირიას შორის ბუფერულ ზონაში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუფერულ ზონაში სამხედრო ტექნიკის განლაგება გაერო-სთან არის კოორდინირებული და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სირიაში ვითარება ნათელი გახდება.
ისრაელის შეიარაღებული ძალები გოლანის მაღლობებზე მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი და დღეს დილით ბუფერულ ზონაში ტანკები განალაგეს. გაერო-ს სადამკვირვებლო ძალები თავიანთი განთავსების ადგილებზე რჩებიან. ისრაელმა გაფრთხილება გაუგზავნა სამხრეთ სირიაში მეამბოხე ძალებს, არ მიუახლოვდნენ ბუფერულ ზონას.
გუშინ ისრაელის არმიამ გახსნა საარტილერიო ცეცხლი, რათა მოეგერიებინა შეიარაღებული პირები, რომლებიც ჰადერთან ახლოს, გაერო-ს პოსტზე თავდასხმას ცდილობდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ სირიაში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ ერევიან.