ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გასწვრივ მდებარე ბუფერულ ზონაზე კონტროლი დაამყარეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გასწვრივ მდებარე ბუფერულ ზონაზე კონტროლი დაამყარეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გასწვრივ მდებარე ბუფერულ ზონაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა მოიპოვეს ოპერატიული კონტროლი ფილადელფის დერეფანზე.

„ფილადელფის დერეფანი „ჰამასისთვის“ ჟანგბადივით იყო, რომელსაც ის რეგულარულად იყენებდა ღაზის სექტორში იარაღის კონტრაბანდისთვის“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან, ისრაელის არმია ოპერაციას აგრძელებს რაფაჰში, ხან იუნისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში.