ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან კიდევ ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნეს.
გარდაცვლილები ილან ვაისი და იდან შტივი არიან.
როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ამჟამად „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 20 ცოცხალი მძევალი. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორში რჩება 28 მძევლის ცხედარი.