ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბეს, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბეს, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად მოხდა.

ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედროებმა იერიში მიიტანეს იარაღის საწყობზე და იარაღის მწარმოებელ ქარხანაზე.

„ჰამასის“ პრესსპიკერის, ჰაზემ ყასემის განცხადებით, ისრაელმა ცარიელი ტერიტორიები დაბომბა. „ჰამასის“ წარმომადგენლის თქმით, პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა და ისრაელის შეტევა წარმატებით მოიგერიეს.

ტელეკომპანია „ალ-მაიადენის“ ინფორმაციით, „ჰამასის“ მებრძოლებმა „სტრელას“ ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. საზენიტო რაკეტების გამოყენება დაადასტურეს ისრაელის თავდაცვის უწყებაშიც და აღნიშნეს, რომ რაკეტებს თვითმფრინავები არ დაუზიანებია.